Belive

ბარსელონა დუმფრისის ტრანსფერით ინტერესდება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერის მცველმა, დენზელ დუმფრისმა, კარიერა, შესაძლოა, ბარსელონაში გააგრძელოს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

კონტრაქტის თანახმად, ნიდერლანდელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევროა და აღნიშნული პუნქტი ივლსის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს. როგორც რომანო წერს, კატალონიელებს ,,ნერაძურისთვის'' ოფიციალურად ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

ბარსელონასთვის ხელისშემშლელი ფაქტორი კვლავ ფინანსებია, რადგან გუნდი ნიკო უილიამსის გადაბირებაზე მუშაობს, რომელიც ბარსას მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ითვლება.

2024-2025 წლების სეზონში დენზელ დუმფრისმა ინტერის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები