Belive

მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელი გახდეს

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის იტალიელი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრიმ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა რეალ მადრიდი ჩაიბაროს, ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport აქვეყნებს.

ასევე გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამეფო კლუბი იტალიელი სპეციალისტით ინტერესდება, ის ამ მომენტამდე 2-ჯერ ახლოს იყო მადრიდულ გუნდში გადასვლასთან, პირველად 2019 წელს, ხოლო შემდეგ 2021-ში. მეორე შეთავაზების შემდეგ რეალ მადრიდსა და ალეგრის შორის შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, სანამ იუვენტუსის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი საქმეში არ ჩაერთო და მასიმილიანო ტურინში დაბრუნებაზე არ დაარწმუნა.

წყაროს ცნობით, მასიმილიანო ალეგრი მილანში მუშაობის გაგრძელებას გეგმავს და გუნდის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მკაფიო სურვილი აქვს, მაგრამ მილანის ხელმძღვანელობის მოქმედება და შეთავაზება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი მილანში გასულ წელს დაინიშნა და კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, 58 წლის სპეციალისტი მილანურ გუნდში მეორედ მივიდა (პირველად 2010-დან 2014 წლამდე მუშაობდა).

მიმდინარე სეზონში ალეგრის მილანი სერია A-ს ცხრილში 57 ქულით მე-2 პოზიციაზეა (16 მოგება, 9 ფრე, 2 მარცხი) და ლიდერ ინტერს 10 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები