ინტერმა ჩალჰანოღლუს კონტრაქტზე ვადა დააწესა | ხელფასზე უთანხმოება მოლაპარაკებებს აფერხებს
ჰაქან ჩალჰანოღლუმ და ინტერმა ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყეს. ორივე მხარეს სურს, შეთანხმებას შობამდე მიაღწიოს, თუმცა ამისთვის ფინანსურ საკითხებზე საერთო ენის გამონახვაა საჭირო. როგორც La Gazzetta dello Sport წერს, 32 წლის ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდეა ძალაში. ის ამჟამად ყოველწლიურად, 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს,
მოლაპარაკებებს წინ ფეხბურთელსა და კლუბს შორის გარკვეული დაძაბულობა უძღვოდა. აგვისტოში, ავსტრალიაში გამართული წინასასეზონო ტურნეს დროს, ჩალჰანოღლუმ საჯაროდ გამოხატა გაკვირვება იმის გამო, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე პროგრესი ვერ შენიშნა.
მთავარი დაბრკოლება ანაზღაურებაა. თურქ ფეხბურთელს ახალი, ორწლიანი კონტრაქტი სურს, შესაბამისი ხელფასით, თუმცა ინტერი სახელფასო ბიუჯეტში ფიქსირებული ხარჯების შემცირებას ცდილობს. კლუბის ხელმძღვანელობა თურქი ფეხბურთელისთვის მაღალი ანაზღაურების შეთავაზებისგან თავს იკავებს.
ახლა, ორივე მხარეს კომპრომისზე წასვლა მოუწევს. თუ ჩალჰანოღლუს შობამდე კონტრაქტის გაფორმება სურს, მხარეები მისაღებ პირობებზე უნდა შეთანხმდნენ. მანამდე კი, თურქი ნახევარმცველის მომავალი, ინტერში, კვლავ გაურკვეველია.
Inter-Calhanoglu, Natale con rinnovo? Le cifre e i dettagli della trattativahttps://t.co/6BDYCBTaB6
— La Gazzetta dello Sport (@Gazzetta_it) November 10, 2026