Belive

ინტერის ისტორიაში საუკეთესო შედეგი - სიმონე ინძაგის ბრწყინვალე მიღწევა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

47 წლის სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი "ინტერი" ზედიზედ მეორე სეზონია საოცრად გამოიყურება. გასულ წელს მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშეს, მიმდინარე სეზონში კი შესაძლოა ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

მილანელები სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები არიან და ამ ეტაპისთვის მეორე ადგილოსან "იუვენტუსთან" სხვაობა 12 ქულაა.

სიმონე ინძაგი კი "ინტერის" ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც საუკეთესო შედეგის მქონე მწვრთნელი. უფრო კონკრეტულად, სიმონე ინძაგი თითო თამაშში საშუალოდ ყველაზე მეტ ქულას აგროვებს.

ინძაგის თავკაცობის პერიოდში, "ინტერი" მატჩში საშუალოდ 2.17 ქულას აგროვებს (ყველა შეჯიბრი).

ინძაგამდე საუკეთესო შედეგი ჟოზე მოურინიოსა და მანჩინის ჰქონდათ დაფიქსირებული, რომლებიც თამაშში საშუალოდ 2.12 ქულას აგროვებდნენ. მესამე პოზიციაზეა ანტონიო კონტე, რომლის დროსაც "ინტერი" 2.11 ქულას აგროვებდა.

სიმონე ინძაგი "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2021 წლის აგვისტოდან მუშაობს. მას შემდეგ მან 145 მატჩი ჩაატარა, სადაც 97-ჯერ გაიმარჯვა, 24-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა და 24-ჯერ დამარცხდა.

სხვა სტატიები