Belive

"ნამდვილი სეზონი სანაკრებო პაუზის შემდეგ იწყება" - პეპ გვარდიოლა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკვე რამდენიმე კვირაა რაც საკლუბო ფეხბურთმა სტარტი აიღო. შიდა ჩემპიონატები მთელი თავისი დიდებულებით დაბრუნდა. ტრადიციულად, ყველაზე დიდი ყურადღება ნისლიანი ალბიონისკენ არის მიმართული.

პრემიერ ლიგის სამი ტურის შემდეგ, პირველ ადგილს მოქმედი ჩემპიონი - "მანჩესტერ სიტი" იკავებს. "ქალაქელებმა" სეზონი ძალიან დამაჯერებლად დაიწყეს, სამივე შეხვედრა მოიგეს და 9 ქულაც მოაგროვეს. შესანიშნავ ფორმაშია ერლინგ ჰოლანდიც, რომელმაც ზედიზედ ორ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, პეპ გვარდიოლა თვლის, რომ ჯერ სეზონი არ დაწყებულა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, სეზონის მთავარი ნაწილი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყება.

წინასასეზონო მომზადება დღეს დასრულდა. ოფიციალურად დასრულდა. ნამდვილი სეზონი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყება. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერ სიტი" "ბრენტფორდთან" დაბრუნდება. ეს შეხვედრა 14 სექტემბერს არის ჩანიშნული. აქედან 4 დღეში "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, სადაც მოწინააღმდეგე "ინტერი" იქნება.

სხვა სტატიები