ინტერი ონანას შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს
იმ შემთხვევაში თუ ,,ინტერს'' ანდრე ონანა დატოვებს, მილანური გუნდი გიორგი მამარდაშვილის ან იან ზომერის გადაბირებას შეეცდება. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კამერუნელი მეკარით პრემიერლიგის გუნდები, ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' და ,,ჩელსი'' ინტერესდებიან.
,,ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ვეტერანის წინააღმდეგ. ,,ინტერის'' დაცვის ხაზისთვის ორივე გარანტიაა, მაგრამ ონანას მემკვიდრეობა, პირველ თვეებში მაინც, რთული იქნება.
მამარდაშვილის ,,ვალენსიას'' რთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე მისი თამაში პოზიტიურია იმდენად, რომ მან მრავალი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო. ,,ინტერში'' გადასვლა დიდი ნახტომი იქნებოდა და მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალება მიეცემოდა. კვარაცხელიას თანაგუნდელმა და მეგობარმა ,,ვალენსია'' შესაძლოა, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვოს.'' - წერს La gazzetta dello Sport-ი.
გასულ სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ,,ვალენსიას'' მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 9-ჯერ შეძლო.
Inter, rebus portieri: se va via Onana, idea Mamardashvili #calciomercato https://t.co/gIng4xZfyC
— La Gazzetta dello Sport (@Gazzetta_it) June 22, 2023