Belive

ალისონი 6 კვირას გამოტოვებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის შემადგენლობაში დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს ალისონ ბეკერი. ბრაზილიის ნაკრებისა და მერსისაიდული კლუბის კარის დარაჯმა, სამშაბათს საღამოს, სტამბოლში, ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.

33 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლო სეზონებში ტრავმებისადმი მიდრეკილია, ერთ თვეზე მეტს გამოტოვებს და ჩატარებული სკანირების შემდეგ დადგინდა, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ მოედანზე არ დაბრუნდება.

ალისონი არ ითამაშებს 19 ოქტომბერს მანჩესტერ იუნაიტედთან - სტუმრად, ასევე 4 ნოემბერს ენფილდზე, რეალ მადრიდის წინააღმდეგ, ხოლო ხუთი დღის შემდეგ, მანჩესტერ სიტისთან თამაშიც საეჭვოა.

უკვე ცნობილი იყო, რომ გიორგი მამარდაშვილის დებიუტი პრემიერ ლიგაში, 4 ოქტომბერს, ჩელსისთან შედგებოდა. ახლა კი ქართველმა გაცილებით მეტი შანსი მიიღო, თანაც უმაღლესი დონის კლუბების წინააღმდეგ.

სხვა სტატიები