Belive

ინტერ მაიამისა და ალ ნასრს შორის ამხანაგური მატჩი ჩაინიშნა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024 წლის თებერვალში ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ ნასრი'' და ლეო მესის ,,ინტერ მაიამი'' შეხვდებიან.

შეხვედრა საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში გაიმართება.

მესი და რონალდუ ერთმანეთს ბოლოს რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდნენ, როცა ,,პარი სენ ჟერმენი'' საუდის არაბეთის პრო ლიგის ვარსკვლავებს შეხვდა.

ის მატჩი პარიზული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა და გოლის გატანა ლეომაც შეძლო და კრიშტიანუმაც (2).

სხვა სტატიები