Belive

ინტერ მაიამის მფლობელი: "მესის შევპირდი, რომ მას ბარსელონაში დავაბრუნებ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ინტერ მაიამის" აშშ-ელმა მფლობელმა - ხორხე მასიმ, ლეო მესიზე ისაუბრა.

ხორხე მასიმ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეძლო მესისთან ურთიერთობის ისე დალაგება, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს მაიამის "ინტერში" ეთამაშა, შემდეგნაირად უპასუხა: 

"მესისთან დიდხნიანი საუბარი მქონდა. ცოტა მერიდებოდა კიდევაც მსოფლიო ჩემპიონისთვის მეთქვა ევროპული ფეხბურთიდან წამოსულიყო და MLS-ში ეთამაშა.

არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მესისთან კონტრაქტში მიდევს ის პუნქტი, რომ მას უახლოეს პერიოდში ბარსელონაში უდიდეს გაცილებას მოვუწყობ, რაზეც ძალიან ბედნიერი დამთანხმდა.

მე მას შევპირდი და სიტყვა მივეცი, რომ ბარსელონადან მისი უდიდესი გაცილების ცერემონიალი შედგებოდა. ეს მალე მოხდება, ასე წინასწარ ვერ გეტყვით და პირობას ვერ მოგცემთ, რომ წლის ბოლომდე ამას შევძლებ, თუმცა შემდეგ წელს მაინც გავაკეთებ ამას.

ვინ თუ არა მესი?! - ის ყველაზე დიდ გაცილებას იმსახურებს იმ კლუბიდან, საიდანაც იგი გამოჩნდა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მესის ის სახელი ჰქონოდა მოხვეჭილი, რომელიც დღეს აქვს.

მესი პირადად შეხვდება გულშემატკივრებს და ბარსელონადან ისეთ გაცილებას მოვაწყობთ, რომ მას სიცოცხლის ბოლომდე არ დაავიწყდება..." - ხორხე მასი

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი ინტერ "მაიამიში" 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, სადაც მან 12 მატჩის ჩატარება მოასწრო და მის ანგარიშზე 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. 

სხვა სტატიები