"საუდის არაბეთის პრო ლიგის გუნდი ლეო მესის ტრანსფერზე მუშაობს" - L’Équipe
საუდის არაბეთის გუნდმა ალ აჰლიმ მესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, ინფორმაციას L’Équipe აქვეყნებს. 2 წლის წინ, პსჟ-დან წასვლის შემდეგ საუდის არაბეთის პრო ლიგის გუნდი არგენტინელი ლეგენდის დამატებას ცდილობდა, მაგრამ მესიმ შეთავაზებაზე უარი თქვა და ინტერ მაიამიში გადასვლა გადაწყვიტა.
ლეო მესის აშშ-ს გუნდთან კონტრაქტი დეკემბერში ეწურება, მაიამის კი მის შესანარჩუნებლად წინ დიდი კონკურენცია ელის.
L’Équipe-ის ცნობით, აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ალ აჰლი უკვე რამდენიმე კვირაა კლუბში გადასვლაზე ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობს. ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ გაჟღერებულა.
INFO L'ÉQUIPE. Le club saoudien d'Al-Ahli aimerait faire venir Lionel Messi à partir de décembre, à la fin de son contrat avec l'Inter Miami.https://t.co/KTmYmqhFkq pic.twitter.com/4JfhGUb1XP
— L'Équipe (@lequipe) July 7, 2025