Belive

ინტერ მაიამის 2024 წლის თამაშების ყველა ბილეთი გაყიდულია

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესის "ინტერ" მაიამიში გადასვლის შემდეგ MLS-ის რეგულარული სეზონის აბონემენტის ყველა ბილეთი გაყიდულია, იმის მიუხედავად, რომ არგენტინელის გუნდში გადასვლის შემდეგ, თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი გაორმაგდა.

The Athletic-ის ინფორმაციით ლეო მესის MLS-ში დებიუტამდე ბილეთის ფასი სულ რაღაც 29 დოლარი იყო. როდესაც მსოფლიო ჩემპიონის პირველი მატჩი შედგა ლიგის თასზე კრუზ აზულის წინააღმდეგ, ყველაზე დაბალ ფასიანი ბილეთი 1,294 დოლარი იყო. უფრო მეტიც, სექტემბერში მაიამიმ გამოაცხადა, რომ მათი ყველაზე იაფი აბონემენტი ეღირება 884 დოლარი - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე 2023 წელს, რომელიც 485 დოლარს შეადგენდა.

სხვა სტატიები