ინტერ მაიამიმ სუარესთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა
,,ინტერ მაიამი'' ,,გრემიოსთან'' ლუის სუარესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მართავს.
ბრაზილიური მედიის ცნობით, ამერიკულმა კლუბმა თავდამსხმელთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
სუარესის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ,,გრემიოს'' მთავარმა მწვრთნელმა, რენატო გაუშომ ისაუბრა:
,,სუარესი არის პრობლემა, რომელიც პრეზიდენტის ხელშია. საკითხს ისინი წყვეტენ, მე კი, როგორც მწვრთნელმა, ყურადღება გუნდზე უნდა გავამახვილო. ვნახოთ, რა მოხდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ სუარესი გუნდში დარჩეს, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ. არ ვიცი, რას ფიქრობს ის და რას ფიქრობს კლუბის ხელმძღვანელობა,'' - გაუშოს სიტყვებს As-ი ციტირებს.
,,ინტერ მაიამიმ'' უკვე ,,ბარსელონას'' 3 ყოფილი ფეხბურთელი - ლეო მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა გაიფორმა.
მიმდინარე სეზონში სუარესის ანგარიშზე ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
🚨💭 #InterMiami are seriously considering to pay the release clause of #Suarez.
— Rudy Galetti (@RudyGaletti) July 21, 2023
💰 #Gremio - to date - are not open to negotiate the price and the only way to bring him in MLS is triggering the cluase.
✅ The 🇺🇾 ST reached a verbal agreement with the 🇺🇲 club.🐓⚽ @Lemos_Santos pic.twitter.com/9U8Ht0RxeG