მარტინო: ,,ნეშვილთან ფრის შემდეგ მესი ისეთი მოწყენილი იყო, თითქოს, წავაგეთ''
,,ინტერ მაიამის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მარტინომ, ლეო მესიზე ისაუბრა:
,,ნეშვილთან უგოლო ფრის შემდეგ, მესი აშკარად იმედგაცრუებული იყო. მომიწია, რომ მისთვის მეთქვა: ,,დამშვიდდი, ჩვენ ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ.'' ის ისეთი მოწყენილი იყო, თითქოს, მატჩი წავაგეთ.
ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, ლეო კი მუდმივად გამარჯვებას ცდილობს და ამ მენტალიტეტის შეცვლა ძალიან რთულია. ამის შეცვლას არც არასდროს ვისურვებდი, რადგან მას საუკეთესოდ სწორედ ეს ხდის,'' - განაცხადა მარტინომ.
მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,ინტერ მაიამის'' მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
არგენტინელის გუნდს ყველა ტურნირზე ზედიზედ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია (11 მოგება, 1 ფრე) აქვს.
Inter Miami head coach Tata Martino had to tell Lionel Messi to 'relax' after their scoreless draw against Nashville SC 😮
— ESPN FC (@ESPNFC) September 14, 2023
His winning mentality 🐐 pic.twitter.com/qzDkhVALJX