ინტერ მაიამიმ ახალი სეზონის ყველა აბონემენტი გაყიდა
,,ინტერ მაიამიმ'' MLS-ის 2024 წლის რეგულარული სეზონის ყველა აბონემენტი გაყიდა. ინფორმაცის The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გულშემატკივრებს კვლავ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ერთი მატჩის ბილეთები შეიძინონ.
სექტემბერში, ლეო მესის გაფორმებიდან რამდენიმე თვეში, ამერიკულმა გუნდმა გამოაცხადა, რომ ახალ სეზონში აბონემენტების ფასი ორჯერ გაიზრდებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამას ქომაგებისთვის ხელი არ შეუშლია.
,,ინტერ მაიამის'' სტადიონი სულ 21 000 ადამიანს იტევს. 21 ივლისს, როცა ,,კრუს ასულთან'' მატჩში მესის დებიუტი შედგა, თამაშის ყველაზე დაბალფასიანი ბილეთი 1 294 დოლარად გაიყიდა, ყველაზე ძვირადღირებულის ფასი კი 23 737 დოლარი იყო. არგენტინელის გადასვლამდე, ,,ინტერის'' ქომაგებს მათი საყვარელი გუნდის მატჩზე დასწრება 29 დოლარადაც შეეძლოთ.
მესიმ სადებიუტო სეზონში ფლორიდული კლუბის მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Inter Miami have already sold out of season tickets for the 2024 season.
— B/R Football (@brfootball) November 30, 2023
Can't imagine why 👑 pic.twitter.com/YFQjGtuynA