Belive

ინიესტა: ,,უილიამსის გადასვლა ბარსელონაში გუნდს სხვა დონეზე აიყვანს''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, კატალონიურ გუნდში ნიკო უილიამსის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა:

,,ნიკოს თამაშის ხარისხი ეროვნული ნაკრების დონეს შეესაბამება.

მან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და ბუნებრივია, რომ მის სახელს არაერთ დიდ კლუბს უკავშირებენ.

უილიამსის გადასვლა ბარსელონაში გუნდს სხვა დონეზე აიყვანს. ვნახოთ, რა მოხდება...'' - ანდრეს ინიესტა

ესპანურ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ ნიკო უილიამსი ,,ბარსელონას'' ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 22 წლის შემტევის ანგარიშზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები