Belive

ინგლისური კლუბები ბელინგემისთვის ბრძოლაში ებმებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლივერპულის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ინგლისელი ფეხბურთელის მერსისაიდულ კლუბში ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გადასვლა შეუძლებელი იყო. თუმცა, ზაფხულში ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდება.

ფაბრიციომ საკუთარ Youtube არხზე ბელინგემის მომავალზე ისაუბრა:

"ლივერპულისთვის" ბელინგჰემის შეძენა ამ ზაფხულს შეუძლებელი იყო, რადგან მაისის ბოლოს, "ბორუსიას" თავკაცებმა მკაფიოდ თქვეს, რომ მის გაყიდვას არ პირებდნენ. არავითარ შემთხვევაში, მოლაპარაკება არ იქნება“, - ნათქვამია დირექტორების განცხადებაში. გერმანელები შეეცდებიან, მაგრამ ბელინგემის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ."

მიუხედავად იმისა, რომ "სქაუზერებმა" ვერ შეძლეს ბელინგემის გაფორმება, იურგენ კლოპი მოუთმენლად ელის მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას, რომ ნახევარმცველი გაიფორმოს. მერსისაიდელებს მკაცრი კონკურენცია მოუწევთ ინგლისის სხვა კლუბებთან, რომლებიც ასევე ცდილობენ ახალგზარდა ინგლისელის დამატებას. "ლივერპულის" გარდა, "სიტი" და "იუნაიტედი" შეეცდებიან ჯუდის გადმობირებას.

გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" მზადაა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველში დიდი თანხა გადაიხადოს. ბევრი ბელინგემს ბერნარდო სილვას შემცვლელად მოიაზრებს, რომელზეც დიდი ხანია იწერება, რომ "ბარსელონა" პორტუგალიელით ინტერესდება.

გავრცელებული ცნობების თანახმად, "დორტმუნდი" ნახევარმცველს მხოლოდ 100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა.

სხვა სტატიები