Belive

იფსვიჩი 0:2 ლივერპული - არნე სლოტის ეპოქა გამარჯვებით დაიწყო

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონის პირველ ტურში, ელიტაში აღზევებული "იფსვიჩი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

  • არნე სლოტი 21-ე საუკუნეში "ლივერპულის" პირველი მენეჯერია, რომელმაც სეზონი გამარჯვებით დაიწყო

  • მო სალაჰმა პრემიერ ლიგის ყველა სეზონის გახსნით მატჩში შეძლო გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის შესრულება

  • მო სალაჰმა პრემიერ ლიგის გახსნით მატჩებში მე-9 გოლი გაიტანა

  • სალაჰმა "ლივერპულის" მაისურით ჩატარებულ 350 მატჩში, 300 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა

მერსისაიდული გრანდისთვის ახალი სეზონი და ახალი ეპოქა ზღაპრულად დაიწყო. კლოპის "ჰევი მეტალის" შემდეგ, "ლივერპული" ახალ რელსებზე გადაეწყო და როგორც ჩანს საკმაოდ წარმატებულად. მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, არნე სლოტმა ისტორია დაწერა და 21-ე საუკუნეში გახდა "ლივერპულის" პირველი მწვრთნელი, რომელმაც სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მერსისაიდელთა ლიდერმა, მო სალაჰმა, რომელმაც ჯერ დიოგუ ჟოტას გაატანინა, რამდენიმე წუთში კი თავად აიღო "იფსვიჩის" კარი. შედეგად ეგვიპტელმა ვარსკვლავმა უნიკალური რეკორდი დაამყარა - არც ერთ ფეხბურთელს გაუტანია პრემიერ ლიგის გახსნით ტურებში სალაჰზე მეტი გოლი (9).

"ლივერპულის" მაისურით მო სალაჰს ფენომენალური საგოლე კონტრიბუცია აქვს - ეგვიპტელმა ვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 350 მატჩში გოლს + ასისტის პრინციპით, 300 გოლში მიიღო მონაწილეობა.

მო სალაჰი და "ლივერპული" დამაჯერებელი სვლის გაგრძელებასა და სეზონის პირველი საშინაო გამარჯვების მოპოვებას 25 აგვისტოს, "ბრენტფორდის" წინააღმდეგ ეცდებიან.

სხვა სტატიები