Belive

ინგლისური გუნდების ბომბარდირი - მო სალაჰმა ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში "ლივერპულმა" "ტულუზა" - 5:1 დაამარცხა.

მატჩის 93-ე წუთზე საფინალო გოლის გატანა ინგლისური გუნდის შემტევმა, მო სალაჰმა შეძლო. ამ გოლით ეგვიპტელი ფეხბურთელი რეკორდსმენი გახდა. კერძოდ, საქმე ისაა, რომ "ფარაონმა" "ლივერპულის" შემადგენლობაში ევროპულ ტურნირებზე 43-ე გოლი გაიტანა და ამით ინგლისური გუნდებისთვის ევროტურნირებზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

აქამდე, ეს სტატუსი ლონდონის "არსენალის" ლეგენდარულ თავდამსხმელს, ტიერი ანრის ეკუთვნოდა - ფრანგ ფორვარდს 42 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი აფრიკელმა გადაასწრო.

ინგლისურ გუნდს ფრანგულთან გამარჯვების შემდეგ 3 ტურში ქულათა მაქსიმუმი - 9 დაუგროვდა და პირველი წრის თავზე E ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

სხვა სტატიები