ლივერპულის ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ევერტონის'' წინააღმდეგ ,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ძირითად შემადგენლობაში არცერთი ინგლისელი არ დააყენა, რაც ,,მერსისაიდელთა'' ისტორიაში, ინგლისის უმაღლეს ლიგაში, პირველი შემთხვევაა.
დღევანდელ მატჩში პრემიერლიგის ლიდერთა სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
ალისონი - ვან დაიკი, კონატე, რობერტსონი, ბრედლი, მაკ ალისტერი, გრავენბერხი, გაკპო, შობოშლაი, სალაჰი, დიასი.
,,ლივერპულის'' სათადარიგოთა სკამზე სულ 4 ინგლისელია - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჰარვი ელიოტი, კურტის ჯონსი და ჯარელ კუანსა.
Liverpool have named a starting XI for a top-flight match without a single English player in it for the first time in their history ❌🏴 pic.twitter.com/kOnjDtQ9u7
— Football on TNT Sports (@footballontnt) February 12, 2025