Belive

"არ ვიცი და არც მინდა, რომ ვიცოდე" - ანჩელოტი შესაძლო გათავისუფლებაზე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, მადრიდის "რეალისა" და "არსენალის" დაპირისპირება შედგა.

მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი "არსენალის" გამარჯვებით 1:2 დასრულდა. "რემონტადა" არ შედგა - ორი თამაშის ჯამში "არსენალმა" 5:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ იცის მიმდინარე სეზონის ბოლოს "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს თუ არა.

ამ მატჩში, რაღაც პოზიტიური გვჭირდებოდა. გუნდი ეცადა, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა თამაშის შემობრუნება. "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლა დაიმსახურა.

ლა ლიგის საჩემპიონო რბოლაში ვართ. ასევე, სათამაშო გვაქვს კოპა დელ რეის ფინალი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი... ეს დაუსრულებელი სეზონია. ასე, რომ დროა გონს მოვეგოთ. წაგებას მიჩვეული არ ვიყავით, მაგრამ დღეს ასე მოხდა. დღეს წავაწყდით ფეხბურთის განსხვავებულ მხარეს, რომელსაც არ ვართ მიჩვეული.

ჩემი ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე? ამ სეზონში ნამდვილად ასეა, მაგრამ არ ვიცი მომავალში რა იქნება. გასულ წლებში ფენომენალური სვლა გვქონდა, ამიტომ არ ვიცი, რა იქნება მომავალ წელს. არ ვიცი და არც მინდა, რომ ვიცოდე - ჯერ კიდევ არის დრო. - კარლო ანჩელოტი.

სხვა სტატიები