Belive

გიორგი მამარდაშვილი: "პენალტების სერია? ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მეყოლება"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კიდევ ერთ ისტორიულ შეხვედრამდე, სადაც საქართველოს ნაკრები ესპანეთს ევრო 2024-ის მერვედფინალში დაუპირისპირდება, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხეს. გიორგიმ აღნიშნა, რომ მისი განცხადება, რომლის მიხედვითაც კვარა ყველაზე ესპანელ ფეხბურთელს ჯობია, უპატივცემულობის გამოხატვა არ ყოფილა.

ესპანურ გამოცემასთან ვთქვი, რომ კვარა ყველა ესპანელ ფეხბურთელზე უკეთესია, თუმცა ეს უპატივცემულობის გამოხატვა არ ყოფილა. პირიქით, ვფიქრობ რომ ესპანეთი ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. უბრალოდ ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ხვიჩა საუკეთესოა და მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.

რთულ თამაშს ველით, ისინი გახსნილ და ღია თამაშში შემოგვიტევენ. ჩვენ კი დაცვაში უშეცდომოები უნდა ვიყოთ და კონტრშეტევაზე მწვავედ ვუპასუხოთ.

ნაჩომ თქვა, რომ ჩემს კარში ბევრი გოლის გატანა უნდათ, წარმატებები მათ, ვნახოთ როგორ მოახერხებენ. პენალტების სერია? ამისთვის მზად ვიქნები, რადგან ყველა მოწინააღმდეგეს ვსწავლობ. - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა

საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა კიოლნში, 30 ივნისს, თბილისის დროი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები