ფილ ფოდენი ინგლისის ნაკრებს დაუბრუნდა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ორი დღის წინ ფილ ფოდენმა ინგლისის ნაკრები დატოვა და შინ გაემგზავრა. ამის მიზეზად ოჯახური პრობლემები სახელდებოდა.
როგორც Sky Sports წერდა ახალგაზრდა ფეხბურთელს შვილი შეეძინა. ფილი ნაკრებს უკვე დაუბრუნდა და 1/8-ფინალისთვის მზადებას აგრძელებს. სტატიაში ისიც არის ნათქვამი, რომ ფოდენი სლოვაკეთთან თამაშისთვის მზად იქნება.
ფილ ფოდენმა მიმდინარე ჩემპიონატზე ჯერჯერობით თავი ვერ გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და სლოვაკეთის 1/8-ფინალური შეხვედრა 30 ივნისს. 20:00 საათზე შედგება.