Belive

ინგლისი არ ითამაშებს იმ ტურნირებში, სადაც რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები იასპარეზებენ

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისი უარს ამბობს იმ ტურნირებში თამაშზე, სადაც მონაწილეობას რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უეფას გადაწყვეტილების მიუხედავად, ინგლისელები საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას არ აპირებენ.

უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთის 17-წლამდე ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ საშინაო მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა გამართონ და რუსეთის ჰიმნის, დროშის, გერბისა და სხვა სახელმწიფო სიმბოლოების გარეშე უნდა ითამაშონ.

ჩეფერინმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, რუსეთის ეროვნულ ნაკრებებსა და რუსულ კლუბებს უეფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

სხვა სტატიები