Belive

ინფანტინომ დაადასტურა, რომ 2034 წელს მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ჩატარდება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2034 წლის მუნდიალს საუდის არაბეთი უმასპინძლებს. ინფორმაცია ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დაადასტურა:

,,ფეხბურთი ისე აერთიანებს მსოფლიოს, როგორც სხვა არცერთი სპორტის სახეობა. მსოფლიო ჩემპიონატი ერთიანობისა და ინკლუზიის საუკეთესო გამოვლინებაა.
- ჯანი ინფანტინო

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველთათვის განაცხადის შეტანის ბოლო დღე იყო, მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ ტურნირის ჩატარებაზე უარი განაცხადა, ერთადერთ კანდიდატად საუდის არაბეთი დარჩა.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს კანადა, აშშ და მექსიკა უმასპინძლებენ, 2030 წლის მუნდიალი კი მაროკოში, პორტუგალიასა და ესპანეთში გაიმართება (თითო მატჩი არგენტინაში, პარაგვაისა და ურუგვაიშიც ჩატარდება).

სხვა სტატიები