Belive

"ფიფა სრულად ეწინააღმდეგება ლურჯი ბარათების შემოღებას" - ჯანი ინფანტინო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფეხბურთში ლურჯი ბარათების შემოღებას.

ეს არის თემა, რომელიც ჩვენთვის არ არსებობს, ფიფა მთლიანად ეწინააღმდეგება ლურჯ ბარათებს. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ IFAB (საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭო)-ში და FIFA-ში, რათა განვიხილოთ იდეები და წინადადებები... მაგრამ თქვენ უნდა დაიცვათ თამაში, თამაშის არსი და ტრადიცია.

მე არ ვიცოდი ამ თემის შესახებ, და ვფიქრობ, ფიფა არავითარ შემთხვევაში ამას არ განიხილავს. - ჯანი ინფანტინო - ფიფას პრეზიდენტი

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფეხბურთო სამყაროში ლურჯი ბარათის შემოღება იგეგმებოდა, აღნიშნული ბარათი გამოყენებული იქნებოდა ფეხბურთელისთვის, რომელიც ცინიკურად იქნებოდა განწყობილი ან მსაჯის მიმართ უთანხმოებას გამოხატავდა, როდესაც მოთამაშე ლურჯ ბარათს მიიღებდა მოედანს 10 წუთით დატოვებდა. ლურჯი ბარათის დანერგვა FA თასის და ქალთა ასოციაციის თასის ზოგიერთ მატჩში იგეგმებოდა, რათა დადგენილიყო ბარათის ეფექტურობა, რომ მომავალში ამ წესის შემოღება მსოფლიო ფეხბურთში ამოქმედებულიყო.