Belive

ინფანტინო: ,,ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ირანში მატჩს 3000 ქალი დაესწრო''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, განაცხადა, რომ ირანში საფეხბურთო მატჩებზე ქალების დასწრებით, კმაყოფილია:

,,სექტემბერში, ნიუ იორკში, პატივი მქონდა, ირანის პრეზიდენტს შევხვედროდი, სადაც ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე ვისაუბრეთ.

ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ თეირანის დერბის ,,პერსეპოლისსა'' და ,,ესტეღლალს'' შორის დაახლოებით 3000 ქალი დაესწრო. ფიფასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის დიალოგის წყალობით, პროგრესი მიღწეულია.

სექტემბერში, პრეზიდენტ რაისს ვუთხარით, რომ უახლოეს მომავალში, ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, მის ქვეყანას ვეწვეოდით. ირანი აზიაში დიდი ძალაა და ურთიერთობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.'' - ჯანი ინფანტინო

,,პერსეპოლისისა'' და ,,ესტეღლალის'' შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. თეირანის დერბის დაახლოებით 80 ათასი მაყურებელი დაესწრო.

სხვა სტატიები