Belive

ფიფას პრეზიდენტი: ,,საქართველომ დაამტკიცა, რომ უეფას დიდი ტურნირების მასპინძლობა შეუძლია''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს თბილისს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვია. მის კომენტარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს:

,,ფეხბურთი ნამდვილად ყველაზე პოპულარული სპორტია საქართველოში. საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია უეფა-ს დიდი ტურნირების მასპინძლობა, სტადიონების შევსება, ინფრასტრუქტურით სარგებლობა. საინტერესო იქნება, საქართველო მომავალში ვიხილოთ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ეს ვარიანტი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ეს დამატებით ხელს შეუწყობდა საქართველოსა და ქართული ფეხბურთის განვითარებას.

მთელი ქვეყანა ხედავს სფფ-ის მიერ გაწეულ საქმიანობას და იმას, თუ როგორ იხარჯება თანხები არა მხოლოდ პროფესიონალი მოთამაშეების, არამედ ბავშვების, მასობრივი და სამოყვაროლო ფეხბურთის სასარგებლოდაც. ამ უბნის ყველა ბავშვს, რომელიც დაინახავს ამ ახალ მოედნებს, მოუნდება ფეხბურთის თამაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ. ეს საუკეთესო მაგალითია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ აქ არაერთ სტუმარს ჩამოვიყვანთ, რათა ნახონ, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი.'' - ჯანი ინფანტინო

საქართველოს 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი სომხეთთან ერთად აქვს შეტანილი, ფიფას პრეზიდენტმა საკუთარ კომენტარში ყურადღება სწორედ ამ თემაზე გაამახვილა.

nakrebi.ge