"ინძაგისთან კონტრაქტის განახლებაზე საუბარს, შესაბამის დროს დავიწყებთ" - მაროტა
2021 წლის 3 ივნისს, სიმონე ინძაგი "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა და ახალი გუნდის შენება დაიწყო. ინძაგის მეთაურობით "ნერაძურიმ" ორჯერ კოპა იტალიის, ხოლო სამჯერ იტალიის სუპერთასის მოგება შეძლო. ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე კი მილანურ გრანდს მხოლოდ 1 ნაბიჯი დააკლდა და ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა.
მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ინძაგი "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2025 წლის ივნისამდე დარჩება, თუმცა, კლუბის მესვეურებს იტალიელი სპეციალისტის შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დაწყება სურთ.
ჩვენ გვიყვარს სიმონე და წარმატებული სვლის მასთან ერთად გაგრძელება გვსურს. საჭირო დროს, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ინძაგის კონტრაქტი 2025 წელს სრულდება, მაგრამ ის ჩვენთან ბედნიერია და ჩვენ ბედნიერები ვართ იმ სამუშაოთი, რომელსაც ინძაგი ასრულებს. - ბეპე მაროტა.
⚫️🔵 Inter CEO Marotta confirms plan to open talks over new deal for Simone Inzaghi: “We love Simone and obviously we want to continue with him, we will open negotiations at the right moment”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 28, 2024
“His deal expires in 2025 but he’s happy here and we’re very happy with Simone’s job”. pic.twitter.com/ozrO4NxPdg
შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონს "ინტერი" დამაჯერებლად ლიდერობს. განვლილი 26 ტურის შემდეგ, "ინტერს" 69 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებს.