Belive

რობინ ვან პერსი: "ჩვენ უნდა გვჯეროდეს ერთმანეთის - ინტერის გაგდება შეგვიძლია"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ფეიენოორდის'' მთავარმა მწვრთნელმა, რობინ ვან პერსიმ , ,,ინტერთან'' გასამართ საპასუხო მატჩზე ისაუბრა და ნიდერლანდელ გულშემატკივარს დაპირდა, რომ მისი გუნდი მაქსიმუმს გაიღებს ამ მატჩისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ 41 წლის ლეგენდარული ფეხბურთელისა და ახლა უკვე მთავარი მწვრთნელის კლუბს, ურთულესი მისია აქვს შესასრულებელი, ვან პერსი მატჩის წინ კარგ განწყობაზეა და ამბობს, რომ სასწაულების სჯერა.

"უამრავი ადამიანისგან მესმის, რომ ინტერმა ყველაზე მარტივად მოამთავრა საქმე და 1/4-ფინალის საგზური გაინაღდა. არ შეხვიდეთ მეგობრებო შეცდომაში, ეს ფეხბურთია და წინასწარ არაფერი არის გადაწყვეტილი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც წინ მინიმუმ მთელი 90 წუთია.

მესმის რომ ურთულესი მისია გვაკისრია და 0:2 დამარცხების შემდეგ, სან სიროზე მინიმუმ 2 ბურთიანი გამარჯვება გვჭირდება, თუმცა გუნდი ამისთვის მზად არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელსაც მე ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ჩემს ფეხბურთელებს ვაძლევ, არის ის, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავის, სჯეროდეთ ერთმანეთის. წლების განმავლობაში მე არაერთხელ მინახავს უფრო გიჟური ქამბექები.

ჩვენ, ერთად, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ამას არ გავურბივართ. ვფიქრობ, ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა გვყავს, ნამდვილად კარგები არიან და დიდი სენსაციის მოხდენა შეუძლიათ.

ჩვენ ამას ვაპირებთ ამ ბიჭებთან ერთად და რწმენა არსებობს. სხვა სცენარებზე ლაპარაკს არც კი განვიხილავ“. - რობინ ვან პერსი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ,,ფეიენოორდი'' ,,ინტერს'' ესტუმრება. შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება. გუნდების პირველი მატჩი მილანელთა გამაჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა.

სხვა სტატიები