Belive

კრისტიან კივუ: "ვიბრძოლებთ, თუმცა ბოდო გლიმტთან გავარდნა სირცხვილი არ იქნება"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართება, სადაც ინტერი შინ ბოდო გლიმტს დაუხვდება.

მილანური გრანდი მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ისინი პირველ დაპირისპირებაში 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ, ახლა კი მინიმალური მისია აქვთ, რომ 2-ბურთიანი სხვაობით მოიგონ და მატჩი დამატებით დროში მაინც გადაიყვანონ.

ამ დაპირისპირების შესახებ, ინტერის 45 წლის რუმინელმა მწვრთნელმა - კრისტიან კივუმ ისაუბრა.

"ფეხბურთში არაფერია სამარცხვინო. პატივი უნდა სცე მეტოქეს. უპატივცემულობა იქნება იმის თქმა, რომ გავარდნა ჩვენთვის სირცხვილი იქნება. ჩვენ კი ბოდო გლიმტს პატივს ვცემთ, მათ სხვა დიდი გუნდების წინააღმდეგაც აჩვენეს, რა შეუძლიათ. პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეებს, ამიტომ ძალიან რთული მატჩი იქნება..." - კრისტიან კივუ

შეგახსენებთ, რომ ბოდო გლიმტს ჩემპიონთა ლიგაზე ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს: ინტერი, მანჩესტერ სიტი და ატლეტიკო დაამარცხა, ხოლო დორტმუნდთან ფრე ითამაშა. ბოლოს ნორვეგიული კლუბი ნოემბერში, სწორედ იტალიაში, იუვენტუსთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

ინტერისა და ბოდო გლიმტის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები