ინძაგი: ,,მეგობრებმა მითხრეს, რომ მატჩის მსაჯი ფრანგია, მილანის შემადგენლობაში კი 4 ფრანგი ფეხბურთელი თამაშობს''
,,ინტერის'' მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ,,მილანთან'' მატჩის წინ ყურადღება შეხვედრის ფრანგ მსაჯებზე გაამახვილა:
,,როგორც მწვრთნელი, ყველა თამაშს ერთნაირად ვეპყრობი. ვიცით, რომ ხვალ ,,ინტერის'' ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. დამსახურებული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავს.
ოცნების ახდენას 90 წუთი გვაშორებს. ვიცით, ვის ვუპირისპირდებით, მაგრამ, ისიც ვიცით, რომ შესანიშნავ ფორმაში ვართ.
მატჩის მსაჯი (კლემან ტურპენი)? ფეხბურთში ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს, ისინი დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მსაჯი ფრანგია და ,,მილანის'' შემადგენლობაში 4 ფრანგი ფეხბურთელი თამაშობს. თუმცა, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის, რადგან უდიდესი ნდობა მაქვს. მე მსაჯებზე თითქმის არასდროს ვსაუბრობ,'' - ინძაგის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ხვალ ,,ინტერსა” და ,,მილანს” შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება. პირველ შეხვედრაში ,,ინტერმა” მეტოქე 2:0 დაამარცხა.