Belive

ინძაგი: ,,ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა იამაყონ იმით, რაც გააკეთეს''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,წაგებას მიჩვეული არ ვართ, ამიტომ, რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებული ვარ. თუმცა, ინტერის მთელმა ოჯახმა უნდა იამაყოს იმით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთეთ!

დი მარკოს გოლის შემდეგ წინ ორი ბურთით გავედით და მეორე ტაიმში უკეთ უნდა გვეთამაშა. დამატებით დროში მეტი ენერგია გვქონდა, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.

კარგად გვესმის, რომ ამ დონეზე ყველაფერი შეიძლება დეტალებმა გადაწყვიტოს, თუმცა, მე ჩემი ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს, მათ უნდა იამაყონ იმით, რაც გააკეთეს! - სიმონე ინძაგი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის ,,ატლეტიკომ'' ,,ინტერს'' პენალტების სერიაში მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

სხვა სტატიები