ინძაგი: ,,ინტერის ხელმძღვანელობაც დარწმუნებული იყო, რომ ჩემთან განშორება უკეთესი იქნებოდა''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიელმა სპეციალისტმა, სიმონე ინძაგიმ, ინტერიდან წასვლასა და ალ ჰილალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ ისაუბრა.
მაისში La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინძაგი არაბულ გუნდში გადასვლას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე დათანხმდა, რამაც ,,ნერაძურის'' ხელმძღვანელთა გაბრაზება გამოიწვია.
,,ვიცი, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემ მიმართ გაჟღერებული ყველაზე უსამართლო ბრალდებაც კი მომენატრება. თუმცა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მაქსიმუმს ვაკეთებდი. ვფიქრობ, გუნდის ხელმძღვანელობაც დარწმუნებული იყო, რომ ჩემთან განშორება კლუბისთვის უკეთესი იქნებოდა, თუმცა ეს დიდ ტკივილსაც გამოიწვევდა.
ინტერში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, ახალი გამოწვევა მივიღე და გადავწყვიტე, კომფორტის ზონიდან გამოვსულიყავი. მინდა, შევცვალო ჩემი აზროვნება, ჩემი თამაშის სტილი და რაღაც ახალი ვცადო. არ არსებობდა სხვა გუნდი, რომლის მწვრთნელობასაც ვისურვებდი, სწორედ ამიტომ ავირჩიე ალ ჰილალი.'' - სიმონე ინძაგი
ინძაგი ინტერს 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით მილანურმა გუნდმა სერია A, იტალიის თასი (2-ჯერ) და სუპერთასი (3-ჯერ) მოიგო. გარდა ამისა, ინტერმა ამ დროის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ ითამაშა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა.