Belive

"იმედია სეზონი ტრავმების გარეშე ჩაივლის და ფეხბურთით დავტკბები" - დე ბრუინე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ ჯენოა სტუმრად 0:2 დაამარცხა, პირველი გოლი შეცვლაზე შემოსულმა კევინ დე ბრუინემ 82-ე წუთზე გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემაც შეასრულა, ის მატჩში 67-ე წუთზე ჩაერთო.

ბელგიელ ფეხბურთელს ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე ტრავმა აწუხებდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სწორედ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა:

20-25 წუთის შემდეგ გუნდმა ბურთის კონტროლი დაიწყო და მეორე ტაიმში კარგად ვმოქმედებდით. ცხადია, საბოლოოდ ორი გოლი გავიტანეთ, კარგია, რომ გამარჯვებით დავიწყეთ და კარიც მშრალად შევინარჩუნეთ.

გასული წელი რთული გამოვიდა, ოპერაცია გავიკეთე და ხუთი თვის განმავლობაში ვერ ვთამაშობდი. ვფიქრობ, გასული წელი კარგად დავიწყე, მაგრამ შემდეგ დაბრუნება რთული გამოვიდა, თან ისეთ პერიოდში როცა ყველა დანარჩენი საუკეთესო ფორმაში იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის გამო აქ მხოლოდ ორი კვირაა რაც ჩამოვედი. ვფიქრობ, კარგად ვთამაშობ, ვცდილობ გუნდს დავეხმარო და იმედი მაქვს, რომ სეზონი ტრავმების გარეშე ჩაივლის და ფეხბურთით დავტკბები.

18 წელია ვთამაშობ, ცხადია, ბოლო სამი წელი რთული იყო, ორი ოპერაცია გავიკეთე. ვცდილობ, ბევრი ვიშრომო და გუნდს დავეხმარო და ისინიც დამეხმარებიან.

გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავედით, რაც ცუდი არ იყო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად უკეთეს შედეგს მივაღწევთ. - კევინ დე ბრუინე - ნაპოლის ფეხბურთელი