Belive

პსჟ-ს მოსამზადებელი ეტაპი | ლუის ენრიკეს გუნდი სუპერთასამდე 2 მატჩს ჩაატარებს

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენი ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 12 აგვისტოს ჩაატარებს - ლუის ენრიკეს გუნდი ევროპის სუპერთასზე ასტონ ვილას დაუპირისპირდება. შეხვედრა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, Red Bull Arena-ზე გაიმართება.

მანამდე პარიზელებს 2 ამხანაგური მატჩი აქვთ ჩანიშნული - ოთხშაბათს, 5 აგვისტოს, პსჟ ესპანეთში მალიორკას ეწვევა, 8-ში კი, გეტებორგში, მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება.

საფრანგეთის ლიგა 1-ის დაწყებამდე, რომელიც სტარტს 23 აგვისტოს აიღებს, პარი სენ ჟერმენს კიდევ 1 ტიტულის მოგების შანსი აქვს - 16 აგვისტოს, საფრანგეთის სუპერთასზე, პარიზელთა მეტოქე ლანსი იქნება.

რაც შეეხება ჩემპიონატს, პირველი ტურის შეხვედრას პსჟ რენის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები