Belive

"რატომ თქვა არსენალმა უარი 2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე?!" - Goal

5 დღის წინ ფეხბურთი
3 წთ

რატომ თქვა "არსენალმა" უარი 2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე?! ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სპორტული გამოცემა Goal და "მეთოფეების" ყოფილი სკაუტის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ამბავს იხსენებს.

"არსენალმა" 2022 წელს 3.5 მილიონი ევრო, ფლანგის მოთამაშე ბრაზილიელ მარკინიოსში გადაიხადა, რომელმაც მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, მას შემდეგ კი იჯარით 5 კლუბში იმყოფებოდა ("სან პაოლო", "ნორვიჩი", "ნანტი", "ფლუმინენსე", "კრუზეირო").

"არსენალის" გულშემატკივრები ფიქრობენ, რატომ გაუშვა გუნდმა ხელიდან კვარაცხელიას ტრანსფერის შესაძლებლობა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ეგონათ "სან პაოლოდან" მოყვანილი ფეხბურთელი უფრო დიდი პერსპექტივის მქონე იქნებოდა. "არსენალის" მაგივრად ეს ნაბიჯი "ნაპოლიმ" გადადგა და ხვიჩა "რუბინიდან" 10 მილიონ ფუნტად იყიდა (13 მილიონი დოლარი). ამ რისკმა კი მათ უზარმაზარი მოგება მოუტანა.

კვარაცხელიამ სერია A-ში სწრაფი ტემპით დაიწყო თამაში, ის ვიქტორ ოსიმენთან ერთად კლუბს დაეხმარა, რომ სამ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ მათ პირველი ტიტული მოეპოვებინათ. ის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

ახლა ტომაშ პასიეშჩნი, რომელიც "არსენალის" ყოფილი სკაუტი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, გაამხილა, რომ ფეხბურთელი "მეთოფეების" რადარზე დიდი ხნით ადრე იყო, სანამ საბოლოოდ იტალიაში არ დაიმკვიდრებდა თავს, რომელიც შემდეგ 7-ჯერ დიდ ფასად (78.5 მილიონ დოლარად) "პსჟ"-ში გადავიდა.

პოლონეთში ახალგაზრდულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფებოდა, პასიეშჩნი ამ შეხვედრას იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი საწყისი დავალება სხვა მოთამაშეებზე დაკვირვება იყო, ის ზურიკო დავითაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით იყო აღტაცებული.

Weszlo.com-თან ინტერვიუში მან თქვა:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთს ესტუმრა, სადაც შესარჩევი ტურნირი იყო. ჩემი საქმე მოთამაშეებზე დაკვირვება იყო, როდესაც ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია დავინახე, სხვადასხვა სკაუტებთან ერთად ვმსჯელობდი თუ რომელი იყო საუკეთესო, ამის შემდეგ მათთვის თვალის დევნება რუსეთში გავაგრძელე, ამით იმის თქმა მინდა, რომ მათ დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს. - ტომაშ პასიეშჩნი - "არსენალის" ყოფილი სკაუტი

წყაროს ცნობით პასიეშჩნი ყაზანური გუნდის და მოსკოვის "დინამოს" მატჩს დაესწრო, სადაც კვარაცხელია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მისი თქმით ხვიჩას აღნიშნულ შეხვედრაში პრობლემები შეექმნა, რადგან შეძრწუნებული იყო გულშემატკივრების უარყოფითი რეაქციით მის რამდენიმე ცუდ დრიბლინგზე. მას (კვარას) არ შეეძლო ამის ატანა, მისი დრიბლინგის მცდელობები უშედეგო იყო. იმ მატჩში ეტყობოდა, რომ თავდაჯერებას კარგავდა.

ინტერვიუ:

მან ეს გადალახა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდებოდა ეს პრობლემა იქნებოდა. ყველამ იცოდა, რომ ის სამომავლოდ კარგ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ ყველას აინტერესებდა რამდენად კარგს. ძალიან ცოტას ეპარებოდა ეჭვი, რომ ის მოლოდინს ვერ გაამართლებდა, იმ ეტაპზე ჩემი მოვალეობა იყო, რომ დასკვნა გამომეტანა ამ ყველაფრიდან და პრობლემებზე მესაუბრა. - ტომაშ პასიეშჩნი - "არსენალის" ყოფილი სკაუტი

მოდი ვისაუბროთ დღევანდელ სიტუაციაზე, ამ მდგომარეობით "არსენალის" გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეული ჩანს, რადგან რამდენიმე დღის წინ კვარაცხელიამ "არსენალის" 1/2-ფინალიდან გამოთიშვაში უდიდესი როლი ითამაშა. აუცილებლად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რა შეიძინეს "მეთოფეებმა" და რა გაუშვეს ხელიდან. ქართველი შემტევი ახლა მიზნად ისახავს "პსჟ"-ს ისტორიულ ტრიპლეტისკენ წინსვლას.

სხვა სტატიები