Belive

"იმედია გულშემატკივრების გულებს ისევ გავახარებთ" - გიორგი ქოჩორაშვილი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, ავსტრიაში შეკრებაზე მყოფ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს კიდევ 4 ფეხბურთელი შეუერთდა.

ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი და საბა ლობჟანიძე უკვე გუნდთან ერთად ემზადებიან. გიორგი მიქაუტაძე ნაკრებს 5 ივნისს შეუერთდება, ხოლო 6 ივნისიდან "ჯვაროსნები" სრული შემადგენლობით ივარჯიშებენ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კომენტარი გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა გულშემატკივარი კვლავ გაახარონ.

შეუძლებელია, რომ კარგი ემოციების გარეშე იყო ამ შეკრებაზე. ევროპის ჩემპიონატს ხშირად არ თამაშობ, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოსთვის, ჩვენთვის, ხალხისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურნირია. თუმცა, ისე უნდა მივუდგეთ საქმეს, თითქოს ჩვეულებრივი თამაშებისთვის ვემზადებით.

შეიძლება ითქვას, რომ იმაზე კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე სეზონის დაწყებამდე. ისეთი ჩემპიონატისთვის ვემზადები, თან იმ ხალხთან, რომელთან ერთადაც მსიამოვნებს ყოფნა. ეს თითქოს ენერგიას გმატებს, უფრო მეტ პოზიტიურ ემოციას იღებ და მზად ხარ ყველაფრისთვის.

მთავარია, ვისიამოვნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ და ხალხს მივანიჭოთ სიამოვნება ამ ყველაფრით. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ, გაგვამხნევონ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ და იმედი მაქვს, რომ მათ გულებს ისევ გავახარებთ. - გიორგი ქოჩორაშვილი.

შეგახსენებთ, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები F-ჯგუფში იასპარეზებს, სადაც თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები