ილქაი გიუნდოგანი: "იამალის და უილიამსის თამაშით აღფრთოვანებული ვარ"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვალ, ევრო 2024-ის მეოთხედფინალის და ალბათ, მთლიანად ტურნირის გამორჩეული შეხვედრა შედგება. ფორუმის ორი გამორჩეული გუნდი ესპანეთი და გერმანია ნაადრევ სტადიაზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მასპინძლები და ესპანელები ორი ის ნაკრებია, რომლებმაც სათამაშო კუთხით ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მატჩის დღემდე ილქაი გიუნდოგანმა მოწინააღმდეგე და საკუთარი ნაკრები შეაფასა.
ეჭვგარეშეა, რომ ესპანეთი არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ამ ტურნირზე, ალბათ, გერმანიასთან ერთად და ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის უდიდესი ურთიერთპატივისცემაა,
მათთან დაპირისპირებაში ჩვენი გამარჯვების გასაღები ის იქნება, თუ როგორ შევძლებთ მოქმედებას მაშინ, როცა ბურთი არ გვექნება. ესპანელებს არ უნდა მივცეთ ტემპის გაკონტროლების საშუალება. მათ ფლანგებზე ორი ახლაგზარდა მოთამაშე ჰყავთ, როგორც ჩანს, ისინი არანაირ ზეწოლას ან წნეხს არ გრძნობენ ასეთი დონის ტურნირის თამაშებში, რაც ჩემში აღფრთოვანებას იწვევს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მათი ფრთების დაჭრა (ფლანგების გადაკეტვა) - განაცხადა გიუნდოგანმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში
ორივე გუნდმა ჯგუფური ეტაპი მარტივად დაძლია. ესპანეთმა სამივე თამაში ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვა. მერვედფინალში გერმანიამ დანია დაამარცხა (2:0), ხოლო 'ფურია როხამ' ქართველებს აჯობა (4:1).