Il Mattino: "ოსიმენთან შეთანხმების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ ხელფასის გაზრდა მოითხოვა..."
ცნობილი იტალიური გამოცემა "Il Mattino"-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" ხელფასის გაზრდა მოითხოვა.
ეს ყოველივე კი მას შემდეგ მოხდა, რაც ნეაპოლურმა კლუბმა - ვიქტორ ოსიმენთან ახალ კონტრაქტზე მოაწერა ხელი, რის მიხედვითაც ნიგერიელი ფორვარდი სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.
იტალიური გამოცემის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა და აგენტი, ქართველი გარემარბის ახალ კონტრაქტზე მუშაობენ და ისინი უკვე თითქმის ყოველდღიურად ხვდებიან კლუბის პრეზიდენტს - აურელიო დე ლაურენტისს.
"Il Mattino"-მ ნეაპოლურ კლუბს განცხადებით მიმართა, რომ ისინი გაუფრთხილდნენ და მეტად დააფასონ ხვიჩა კვარაცხელია.
"გაუფრთხილდით კვარაცხელიას. მას ჯერ სათანადო ხელფასი არ აქვს, მაგრამ მისი აგენტი და გარემოცვის წევრები ნადირობენ, რომ კვარას ანაზღაურება საგრძნობლად გაიზარდოს.
ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც ოსიმენს ანაზღაურება საგრძნობლად გაუზარდეს და ახალ კონტრაქტზე მოაწერა ხელი...." - Il Mattino
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი შემტევი "ნაპოლიში" 2022/2023 წლების სეზონის შემდეგ თამაშობს, რა პერიოდშიც მან 66 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლის გატანა და 22 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
მას ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. აქვე შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" ქართველი ლიდერი კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.