Belive

გარეთ საუთგეიტი: "მეისონ გრინვუდი ჩემს ნაკრებში ვერ მოხვდება..."

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების 53 წლის მთავარმა მწვრთნელმა - გარეთ საუთგეიტმა, მოახლოებული სანაკრებო მატჩებისა და ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

იგი არაერთ საინტერესო თემას შეეხო, თუმცა ყველაზე საინტერესო 22 წლის ინგლისელი შემტევის - მეისონ გრინვუდის თემა იყო.

"ბევრი ადამიანი მეკითხება მეისონ გრინვუდის შესახებ და არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ამ თემას გავურბივარ.

ვისაუბროთ მასზე და გეტყვით, რომ ის ამ ეტაპისთვის ეროვნული ნაკრების წევრად არ მოიაზრება. ვფიქრობ, ამ მომენტში მისი ნაკრებში ყოფნა სხვა ფეხბურთელების ყურადღებას გაფანტავს. რეალურად რომ გითხრათ, არც კი მიმიქცევია მისთვის ყურადღება, იმდენად აქვს მას ჩემთვის ნდობა დაკარგული.

მოკლედ რომ ვთქვა, ევროპის ჩემპიონატისთვის გრინვუდის ადგილი ნაკრებში არც კი მოიაზრება, მომავალში რა იქნება, ვნახოთ..." - გარეთ საუთგეიტი

შეგახსენებთ, რომ მეისონ გრინვუდს ეროვნულ ნარკებში მხოლოდ ერთი თამაში აქვს ნათამაშები. მისი დებიუტი 2020 წლის 5 სექტემბერს ისლანდიის ნაკრებთან შედგა.

გრინვუდმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საფეხბურთო კარიერა "ხეტაფეში" გააგრძელა, სადაც მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 27 ჩატარებულ მატჩში 8 გატანილი გოლია.

ინგლისის ნაკრები კი 23 და 26 მარტს, ბრაზილიისა და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

სხვა სტატიები