იკერ კასილასმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ყოფილი მეკარე, იკერ კასილასი, მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად ტიბო კურტუას მიიჩნევს:
,,ახლა ყველაზე ძლიერი მეკარე კურტუაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში ტრავმირებულია.
შემდეგ ობლაკი, ტერ შტეგენი და კეპა მოდიან. ზოგიერთი კეპას აკრიტიკებს, მაგრამ ის შესანიშნავი მეკარეა, კურტუას ჩანაცვლება მარტივი არ არის.'' - იკერ კასილასი
ტიბო კურტუამ ზაფხულში ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ბელგიელ მეკარეს მთელი სეზონის გამოტოვება ემუქრება.