Belive

TOP 100 მეკარე CIES-ის აზრით | გიორგი მამარდაშვილი ჩამონათვალში არ არის

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES) გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო 100 მეკარე დაასახელა. სამეულში მოხვდნენ "პსჟ"-ს მეკარე იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა, "ინტერის" შვეიცარიელი იან ზომერი და მადრიდის "რეალის" ბელგიელი ტიბო კურტუა. აღსანიშნავი და ძალიან გასაკვირია ის ფაქტი, რომ TOP 100 მეკარეში ქართველი გიორგი მამარდაშვილი არ ფიგურირებს.

საუკეთესო ათეული ასე გამოიუყურება:

  1. ჯანლუიჯი დონარუმა ("პსჟ")

  2. იან ზომერი ("ინტერი")

  3. ტიბო კურტუა ("რეალი")

  4. სტანისლავ აგკაცევი ("კრასნოდარი")

  5. მარკ ფლეკენი ("ბრენტფორდი")

  6. რობერტ სანჩესი ("ჩელსი")

  7. პეტერ გულაში ("ლაიფციგი")

  8. ჟოაო რიკარდო ("ფორტალეზა")

  9. მორიც ნიკოლასი ("გლადბახი")

  10. რობინ ზენტნერი ("მაინცი")

საიტზე წერია, რომ რეიტინგი გამოთვლილია შემდეგნაირად: ჩატარებული მატჩების, თამაშების შედეგების, ასევე შიდა ლიგის დონეზე სეივების პროცენტული მაჩვენებლით, გუნდის დაცვითი სიძლიერის გათვალისწინებით.

სრულად მეკარეების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნულ ლინკზე: https://tinyurl.com/36mf4m9e