ტიბო კურტუა ბარსელონასთან არ იქნება
4 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა დაშავდა.
ჩვენს ფეხბურთელზე ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, ტიბო კურტუას, მადრიდის "რეალის" სამედიცინო პერსონალმა დაუდგინა სახსრის დაზიანება მარცხენა ფეხზე. - ვკითხულობთ რეალის განცხადებაში
Parte médico de Courtois. #RealMadrid
— Real Madrid C.F. (@realmadrid) October 23, 2024
ბელგიელი მეკარე ელ კლასიკოში "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მატჩი შაბათს, ლა ლიგის მე-11 ტურში, ბერნაბეუზე ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალს" როდრიგო, დანი კარვახალი, ალაბა და იბრაჰიმ დიასიც დააკლდებიან.