Belive

იკერ კასილასი: "კურტუა საუკეთესოა, მაგრამ ფინალში კარის დაცვა ლუნინმა დაიმსახურა..."

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა მეკარემ - იკერ კასილასმა, ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზე ისაუბრა და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუ ვინ უნდა იცავდეს "სამეფო კლუბის" კარებს ფინალში.

"კურტუას არავისთან არაფრის დამტკიცება არ სჭირდება, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ეს მას არაერთხელ დაუმტკიცებია, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარში ლუნინი უნდა იდგეს.

მას საოცარი სეზონი აქვს და კლუბს როდესაც ყველაზე მეტად დასჭირდა, თავი საოცრად გამოიჩინა. მადრიდის "რეალი" რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში გავიდა, ამაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღვის..." - იკერ კასილასი

შეგახსემენთ, რომ იკერ კასილასი "სამეფო კლუბის" ღირსებას 16 წლის განმავლობაში, 1999-2015 წლებში იცავდა. იგი მადრიდის "რეალის" ლეგენდაა და 510 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც პირველ ივნისს ლონდონში გაიმართება, ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე დორტმუნდის ,,ბორუსია'' იქნება.

სხვა სტატიები