Belive

"კუკურელია სასაცილო კაცია" - ერლინგ ჰოლანდი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი დაგვიბრუნდა. ტრადიციულად, ყველაზე დიდი ყურადღება ნისლიანი ალბიონისკენ არის მიმართული. ინგლისის პრემიერ ლიგის პირველივე ტურში საინტერესო შეხვედრა შედგა, სადაც "ჩელსი" და "სიტი" დაუპირისპირდნენ.

"ქალაქელებმა" "სტემფროდ ბრიჯზე" ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და ახალ სეზონში პირველი ქულები ჩაიწერეს.

აღნიშნულ შეხვედრაში პირველი გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. ყველაზე საინტერესო მისი და კუკურელიას დაპირისპირება იყო, რომელზეც ნორვეგიელმა მოედნის გარეთაც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანის მომენტში ერლინგმა სწორედ ესპანელს აჯობა.

კუკურელია სასაცილო კაცია. გასულ სეზონში მაისურის გაცვლა მთხოვა, ამ ზაფხულს კი ჩემზე მღეროდა. - განაცხადა ერლინგმა

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს ერლინგ ჰოლანდისთვის "სიტის" რიგებში მე-100 შეხვედრა იყო და გოლითაც აღნიშნა.

პეპ გვარდიოლას გუნდი შემდეგ მატჩს "იფსვიჩის" წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 24 აგვისტოს 18:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები