Belive

იკერ კასილასი: "ფინალში აუცილებლად ლუნინი უნდა იდგეს"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. პირველ ივნისს "უემბლიზე" ერთმანეთს "დორტმუნდი" და "რეალი" დაუპირისპირდებიან. 1/2-ფინალში გერმანელებმა "პსჟ", "სამეფო კლუბმა" კი "ბაიერნი" გამოთიშა.


უკვე დიდი ხანია, რაც მადრიდელთა მთავარი კარის დარაჯი ტობი კურტუა ტრავმირებულია და მას ანდრეი ლუნინი ცვლის. უკრაინელმა მეკარემ სამწვრთნელო შტაბის ნდობა გაამართლა და მთელი სეზონია კარში საიმედოდ დგას. სოციალურ ქსელში გაჟღერდა იდეები, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტიბო კურტუა უნდა ჩამდგარიყო, რადგან მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს. ამასთან დაკავშირებით "რეალის" ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა ისაუბრა.

ვფიქრობ, ფინალში აუცილებლად ლუნინი უნდა იდგეს.კურტუას არავისთვის არაფერი არ აქვს დასამტკიცებელი. ფინალში ვერ გამოსვლის მიუხედავად, ის მაინც მსოფლიოში საუკეთესო იქნება. ლუნინმა გვაჩვენა, რომ ის საიმედო მეკარეა. - განაცხადა იკერ კასილასმა

უკრაინელმა მეკარემ მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა. წელს ლუნინმა საკუთარი კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა.

სხვა სტატიები