Belive

კანტე ფრანგ ხალხს: "მადლობა კარგად დახვედრისთვის, თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ..."

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფის მატჩები გაიმართა, სადაც ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრიასთან ითამაშა და მინიმალური სხვაობით 0:1 გაიმარჯვა.

მატჩი ფრანგთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მათ რეალური მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს და საბოლოოდ ტაბლოზე ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.

მატჩი რამდენიმე ფაქტით იყო მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი კი ნაკრებში ნგოლო კანტეს დაბრუნება იყო, რომელიც დიდებულად დაბრუნდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

ნაკრებში დაბრუნებულმა ნგოლო კანტემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ფრანგ ხალხს თბილად დახვედრისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

"მატჩამდე გარკვეული შიში მქონდა, რომ დიდი ხანი ნაკრებში აღარ მითამაშია და შესაძლებელი იყო ისე კარგად ვეღარ დავბრუნებულიყავი, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ კარგად დავბრუნდი და თამაშის საუკეთესო მოთამაშეც გავხდი.

ჩვენ ადამიანები ვართ, ერთად ვიბრძვით საერთო მიღწევებისთვისა და წარმატებისთვის. მადლობა ნაკრების ფეხბურთელებს, რომ იდეალური გარემო შემიქმნეს დაბრუნებისათვის.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის ნაკრებისთვის კაპიტნის სამკლაური მეკეთა. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთით მოხდა, თუმცა მე ძალიან ვამაყობ ამ ფაქტით..." - ნგოლო კანტე

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს ნიდერლანდების წინააღმდეგ, 21 ივნისს გამართავს. მატჩი ლაიფციგში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები