Belive

იკერ კასილასი: "ანჩელოტი ქამელეონს ჰგავს"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში "რეალ მადრიდი" სანტიაგო ბერნაბეუზე "ბარსელონას" მიიღებს. მოახლოებულ 'ელ კლასიკოს' ორივე გუნდი განსხვავებული ხასიათითა და ამბიციით ხვდება. იმის გარდა, რომ ესპანეთში რეალი თითქმის უკვე ჩემპიონია, ბრძოლას მეორე ფრონტზეც აგრძელებს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნს" ელოდება. ბარსა სამეფო კლუბს 8 ქულით ჩამორჩება და ლიგაზეც "პსჟ"-გან მწარე ქამბექი მიიღო. რეალისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, იკერ კასილასი, შექმნილი სიტუაციის მთავარ არქიტექტორად კარლო ანჩელოტის მიიჩნევს.

კარლომ ძალიან კარგად იცის, როგორ მოიპოვოს ფეხბურთელების ნდობა გასახდელში. ის ქამელეონს ჰგავს: გუნდის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის მყისიერად ადაპტირდება და ეს შედეგის სახით იძლევა ნაყოფს.

ძალიან კარგია, რომ კარლო მადრიდის რეალშია, რადგან მან ნამდვილად იცის, როგორ გააკეთოს ყველაფერი სწორად. მას უყვარს მადრიდი და ესპანეთი. კლუბი კი მხოლოდ ასეთი მწვრთნელის არსებობის პირობებში დებს შედეგებს - განაცხადა იკერ კასილასმა

რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. უკანასკნელი ელ კლასიკო, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, რეალის გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ლა ლიგის პირველ წრეში, 'მონჟუიკზე' გამართული შეხვედრის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ბარსელონა დიდ უპირატესობას ფლობდა და მე-6 წუთზე, გუნდოგანის გოლითაც დაწინაურდა, თუმცა სამეფო კლუბმა იმ შეხვედრის დატრიალებაც შეძლო და ჯუდ ბელინგემის დუბლით გამარჯვება დაიტოვა (1:2).

სხვა სტატიები