კარლო ანჩელოტიმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ,,ოქროს ბურთის'' მოგების მთავარ ფავორიტად ვინისიუს ჟუნიორს მიიჩნევს:
,,ჩემი აზრით, ოქროს ბურთის მფლობელი ვინისიუსი უნდა გახდეს, რადგან ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.
ასევე, კარვახალი უნდა ვახსენოთ - მოიგო ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, გაიტანა ფინალში და ევროპის ჩემპიონი გახდა. ჯუდსაც ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა და ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ვფიქრობ, ინდივიდუალური ჯილდო ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის... ჰკითხეთ ფეხბურთელებს, რა ურჩევნიათ - ოქროს ბურთი თუ ჩემპიონთა ლიგა? პასუხი იქნება - ჩემპიონთა ლიგა!'' - კარლო ანჩელოტი
ვინისიუსმა გასულ სეზონში ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბრაზილიელმა ,,სამეფო გუნდთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.