Belive

"ამ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა ჩვენი პრობლემები" - კარლო ანჩელოტი

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი "მალიორკას" დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში "სამეფო კლუბი" უდავო ფავორიტად ითვლებოდა მაგრამ, მხოლოდ ქულას დასჯერდა. მატჩში ანგარიში "რეალმა" გახსნა თუმცა, მიუხედავად ამისა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ პრობლემების შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის აზრით, გუნდს ბალანსი აკლია.

ბალანსი გვაკლდა. ფრე არ მაკმაყოფილებს, რადგან უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო. ამ თამაშიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, რადგან ჩვენი პრობლემები აშკარად გამოჩნდა. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

შემდეგი შეხვედრა "რეალს" "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ელის. აღნიშნული დაპირისპირება 25 აგვისტოს 19:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები